ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩს შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, ფრაქციის წევრები დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს აგრძელებენ და დღევანდელი შეხვედრაც ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩთან სწორედ ამ კონტექსტში შედგა.

ასევე შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ფრაქციის პრიორიტეტებს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ ხედვებს, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

„დღეს ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც უაღრესად საინტერესო და კონსტრუქციული იყო. ბატონ ელჩს გავაცანით ჩვენი ახალშექმნილი ფრაქციის პრიორიტეტები, ხედვები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საკითხი შეეხო მიმდინარე დიალოგს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ლიეტუვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი საქართველოსთვის, იგი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და, ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ლიეტუვასთან და, ზოგადად, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან თანამშრომლობას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა შეხვედრის შემდეგ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს