რომან გოცირიძე - გენპროკურორის შერჩევა თამაში, ბუტაფორია და ბლეფია

გენპროკურორის შერჩევა თამაში, ბუტაფორია და ბლეფია, - ასე გამოეხმაურა საპროკურორო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

მისივე თქმით, საპროკურორო საბჭო არ არის სახელმწიფო დაწესებულება, „ის არის ივანისვილის პირადი საბჭო“.

„ტყუილად იხარჯება დრო და ფული და ტყუილად ხდება შერჩევა ადამიანების, როდესაც წინასწარ განსაზღვრულია თუ ვინ იქნება გენერალური პროკურორი. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ ოთხიდან შოთაძე იქნება გენერალური პროკურორი?! რატომ ხარჯავენ დროს, ფულს, იმ დარბაზისთვის საჭირო კომუნალური გადასახადის ღირსიც არ არიან. საპროკურორო, ისევე როგორც იუსტიციის საბჭო არის დამნაშავე ორგანო, რომელიც ემსახურება არა კანონს და კანონიერებას, არამედ ემსახურება ერთ ადამიანს. არაა ეს სერიოზული პროცესი. შოთაძე იქნება გენერალური პროკურორი და საპროკურორო საბჭო ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას“, - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება გენპროკურორობის კანდიდატების საპარლამენტო განხილვებს, რომან გოცირიძის თქმით, არაა გამორიცხული „ნაციონალური მოძრაობა" ამ განხილვებს დაესწროს.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორისაც ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეა. პროკურორობის კიდევ სამი კანდიდატია - სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო