ნინო ლომჯარია - ციხეებში არსებულ სიტუაციაზე გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ციხეებში არსებულ ვითარებაზე ომბუსმენის ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აპარატი პროკურატურასთან ითანამშრომლებს, თუმცა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაასახელებს.

„ანგარიშში ასახულ ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება. პროკურატურამ მოგვმართა ოფიციალური წერილით, თხოვნით, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ჩვენ მათთან გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, რომ რა თქმა უნდა, სახელებას და გვარებს, რაც რჩება ჩვენთან კონფიდენციალური, დარჩება კონფიდენციალური და ვერ მივაწოდებთ შესაბამის ორგანოებს იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებიც დასახელდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში როგორც ე.წ. მაყურებლები, მაგრამ ჩვენ ძალიან საჭირო რჩევებს მივაწოდებთ პროკურატურას, თუ საიდან დაიწყოს გამოძიება, რა შეამოწმოს, რას მიაქციოს ყურადღება და როგორ გავიდნენ კვალზე იმ მავნე პრაქტიკის, რაზეც საუბარია ანგარიშში. მაქსიმალურად, კონფიდენციალურობის დაცვით, რაც ჩვენი ვალდებულებაა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით პროკურატურასთან“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ნინო ლომჯარიამ 21 იანვარს N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს და უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა