მარიამ კუბლაშვილი - ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია მორიგი მცდელობისა, რომ გავჩუმდე და მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია

საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, თამთა თოდაძემ და მისმა წარმომადგენლებმა გვერდის - ,,ამხილე კუბლაშვილი", შექმნა გადაწყვიტეს.

ამის შესახებ კუბლაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ აღნიშნული ფაქტი მისი გაჩუმებისა და დისკრედიტაციის მცდელობაა.

„ვადასტურებ, რომ ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია მორიგი მცდელობისა, რომ გავჩუმდე და მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია. სისტემატიურად შედის საჩივრები, რომ მეშინოდეს სიტყვა ვთქვა, ეს საქმე ისეთია და საქმის მასალები ვერაფერს გვეუბნება დადებითს, რომ ვისაუბრო თოდაძეზე, როგორც დამაჯერებელ მოწმეზე. დღეს შევიტყვე, რომ თოდაძემ და მისმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს გვერდის შექმნა ,,ამხილე კუბლაშვილი", ინფორმაცია კვლავ მათი ახლობელი ადამიანისგან მივიღე. დარწმუნებული ვარ არ მოერიდებათ უარყოფაც, რა გასაკვირია“,- აცხადებს კუბლაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის