კონგრესმენი ბილ კიტინგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისათვის, საქართველო მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და მჯერა, რომ ქვეყანა დემოკრატიის მოწინავე პოზიციებზეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, კონგრესმენ ბილ კიტინგს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები მიმოიხილეს, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

„ნამდვილად დიდი პატივისცემით განვიმსჭვალე სტუმრებისა და ზოგადად, შეხვედრის მიმართ. ჩვენს შორის შედგა საინტერესო საუბარი. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს შორის არსებულ პარტნიორობას ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისათვის, რომლის წევრი უამრავი ჩვენგანი და მათ შორის მეც გახლავართ, საქართველო მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და მჯერა, რომ მრავალი თვალსაზრისით, საქართველო დემოკრატიის მოწინავე პოზიციებზეა. ამაზე მეტყველებს ის რეფორმები, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა“,- განაცხადა ბილ კიტინგმა შეხვედრის შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა