კლინიკა „ჰელსიკორის” დირექტორი - ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა უახლოეს დღეებში მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება

კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის რუსუდან ლაგვილავას ინფორმაციით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ანალიზებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

მისივე განცხადებით, პაციენტის გაწერა უახლოესი დღეების განმავლობაში არ იგეგმება.

„ვაგრძელებთ გამოკვლევებს და შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. გუშინ ღამე ჩაუტარდა კორონაროგრაფია. ავთანდილ წერეთელი საერთოდ ჩვენი კლინიკის პაციენტია. მას კორონაროგრაფია რამდენიმე თვის წინაც ჩაუტარდა ჩვენს კლინიკაში და რომ შევადარეთ, ცვლილებები არის. ერთი სისხლძარღვი 50%-ით არის შევიწროვებული, მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა გადაწყვიტა, რომ სტენტირება არ იყო გასაკეთებელი. კრეატინინი არის ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს, რომ არის თირკმლის პრობლემაცაა და ვაგრძელებთ კვლევას",-განაცხადა რუსუდან ლაგვილავამ.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი კლინიკაში გუშინ საღამოს უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის