გიგა ბოკერია - პარლამენტისთვის შოთაძისნაირი ფიგურის წარდგენა საზოგადოების კიდევ ერთი დიდი შეურაცხყოფაა

პარლამენტისთვის შოთაძისნაირი ფიგურის წარდგენა საზოგადოების კიდევ ერთი დიდი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა ხელისუფლების მხრიდან არის უტიფრობა, რადგან ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ მისი საქციელით იყო აღშფოთებული მოსახლეობა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, იმ პირს, ვისაც ხელისუფლება ხელს აფარებდა, მხოლოდ მას შემდეგ წაუყენეს ბრალი, რაც საპარლამენტო კომისიამ დადო მტკიცებულებები საქმის გაფუჭების შესახებ.

„შოთაძისნაირი ფიგურის წარდგენა პარლამენტისთვის არის კიდევ ერთი დიდი შეურაცხყოფა საზოგადოების მიმართ. აქ არ არის საქმე პოლიტიკურ ოპონენტებში. ამ ადამიანის საქციელით იყო აღშფოთებული ამ ხელისუფლების მომხრეები, საქართველოს მოქალაქეები და „ქართული ოცნების“ ზოგიერთი არანორმალური პოლიტიკური ფიგურაც კი. შემდეგ საპარლამენტო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თავმჯდომარეობით დოკუმენტურად დადო მტკიცებულებების, რა ქნეს და როგორ გააფუჭეს საქმე და მხოლოდ მას შემდეგ საზოგადოების ზეწოლის ქვეშ მოუწია ხელისუფლებას, რომ ბრალი წაეყენებინა პირისთვის, ვისთვისაც სავარაუდოდ, ხელის დაფარებაზე იყო შეთანხმება. ამ ყველაფრის შემდეგ ასეთი კაცის კანდიდატურის შემოტანა პარლამენტში არის უტიფრობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა