მაია ცქიტიშვილი კარლ ჰარცელს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მხარეებმა ევროპული საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების კონტექსტში საუბარი შეეხო ადგილობრივ თვითმმართველობებში კომპეტენციის გაძლიერების მნიშვნელობას.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამები ოთხ რეგიონში ხორციელდება, ესაა: იმერეთი, გურია, კახეთი და რაჭა.

საპილოტე რეგიონების დაფინანსების დიდი ნაწილი მიიმართება რეგიონული ცენტრების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური როლისა და ფუნქციების გაძლიერებისათვის, ახალი ურბანული მიზიდულობის კერების ჩამოყალიბების, ასევე ყოფილი სამრეწველო, ინდუსტრიული ქალაქებისა და აუთვისებელი ტერიტორიების განახლებისათვის. ამავდროულად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ბიზნესების განვითარებისა და ახალი უნარების შეძენისთვის საჭირო სხვადასხვა სახის ღონისძიება.

პროგრამის ხედვა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს, რაც გულისხმობს ტერიტორიაზე მორგებული ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა