გენერალურ პროკურატურასთან სლოგანით "ირაკლი შოთაძის დაბრუნება დანაშაულია" აქცია მიმდინარეობს

"ირაკლი შოთაძის დაბრუნება დანაშაულია" - ამ სლოგანით გენერალურ პროკურატურასთან არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და დამოუკიდებელ ადვოკატთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად კი, პროკურატურაში საპროკურორო საბჭოს სხდომა ტარდება, სადაც გენერალური პროკურორობის მსურველ კანდიდატებს საბჭო კენჭს უყრის. კანდიდატებს შორისაა ირაკლი შოთაძე.

როგორც ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება დანაშაულია. მისი განმარტებით, ამის თქმის საფუძველს აძლევს ის, რომ შოთაძის სახელთან მიმართებით არაერთ გახმაურებულ საქმეზე უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს.

„თუნდაც ავიღოთ ის გარემოებები, რომელიც მიმდინარე გასაუბრების დროს ნათელი გახდა.ის საუბრობდა, რომ მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრას ესწრებოდა. თუმცა ის, ცდილობს, რომ ეს შეხვედრა გადაიტანოს შემთხვევითობის ფორმატში. როცა მთავარი პროკურორი ასეთ შეხვედრებს ესწრება, ამას სახელი უნდა დაერქვას", - განაცხადა ლონდარიძემ.

მისივე თქმით, ირაკლი შოთაძე იქნება ის გენერალური პროკურორი, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს აქტიურად შეასრულებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს