ირაკლი ბერაია - კონგრესმენების შეფასებები ადასტურებს აშშ-ის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას

„ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, საუბრობენ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებაზე, გაღრმავებაზე და განმტკიცებაზე ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე. შეხვედრებს ვაძლევთ ძალიან მაღალ შეფასებას. ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გაკეთებულ განცხადებებში ცალსახად აღნიშნეს რომ ინფორმაცია, რომელიც მათ პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო დელეგაციამ მიაწოდა - აღმოჩნდა ძალიან სასარგებლო და შეხვედრებიც შეფასებული არის როგორც ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა და ის არის მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს მხარდაჭერა არის მზარდი, რასაც მეტყველებს სხვადასხვა დოკუმენტებში, სამართლებრივ აქტებში გაკეთებული ჩანაწერები მათ შორის, ყოველწლიურად, ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაზრდის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან შეხვედრების შემდეგ, კონგრესმენების მიერ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ, ნათლად ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში, მის დღის წესრიგში, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას და მნიშვნელობას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის კონგრესმენებთან გამართული შეხვედრებისას მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია წერილებში მითითებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რასაც მეტყველებს მათ მიერ გაკეთებული შეფასებები, სადაც ისინი ამ შეხვედრების პროდუქტიულობის შესახებ საუბრობენ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ იმას, რომ როდესაც დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ესაუბრებიან ჩვენს პარტნიორებს, ისინი ესაუბრებიან თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

„ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ ქვეყანას, ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას, იმისთვის რომ მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ ისინი არასათანადოდ აფასებენ ჩვენი პარტნიორების განწყობებს, არასათანადოდ აფასებენ ჩვენს შესაძლებლობებს და ასევე, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას მათ მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა