საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე  ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია. მან 12-დან 11 ხმა მიიღო. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭო განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

აღასანიშნავია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორობის შესახებ განაცხადი თავდაპირველად, 17-მა პირმა შეიტანა, რომელთაგან ორმა კანდიდატურა მოხსნა. 6 თებერვლის სხდომაზე საპროკურორო საბჭომ დარჩენილ 15 კანდიდატს შორის ხმათა უმრავლესობით 4 კანდიდატი გამოავლინა. საბჭოს მხრიდან ირაკლი შოთაძემ მიიღო 10 ხმა , სოფიო შენგელიამ - 9 ხმა, ვალერიან ვაჭარაძემ - 8 ხმა, ხოლო დარიკო თორდიამ 7 ხმა.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იურისტი ირაკლი შოთაძე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე სქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო

ეკატერინე დგებუაძე - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩება სასწავლო განათლების მიღმა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
"ლიბერთის" 500 000-ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
კომპანია "ნოვა" პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარს გამოყოფს