„საქსტატმა“ რეგიონებში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რეგიონებში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, პირველი შეხვედრა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის და ასევე, მცხეთა-მთიანეთის სტატისტიკის ბიუროს წარმომადგენლები.

„შეხვედრის მთავარ მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქსტატის მომავალი გეგმების გაცნობა და მათი საჭიროებების დადგენა წარმოადგენდა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, რეგიონული სტატისტიკური მონაცემების გამოყენება დახმარებას გაუწევს ადგილობრივ თვითმმართველობას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია და უზრუნველყოფს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების ინფორმირებულობას მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

საქსტატი გეგმავს კონსულტაციები გამართოს ყველა რეგიონის ადგილობრივ მმართველობასთან და თვითმმართველობებთან, რაც გულისხმობს რეგიონულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლას და აქტიურ დიალოგს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2020
არმაზ ახვლედიანი -  უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა
კომპანია Domson’s Engineering & Construction-მა Forbes Georgia-ს 2019 წლის დაჯილდოებაზე Property-ს ჯილდო მოიპოვა
ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა სწრაფად და იაფად იქნება შესაძლებელი
Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
„მაკდონალდს საქართველო“ ირჩევს HAVI-ს, როგორც სანდო ლოგისტიკურ პარტნიორს