ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მე-8 საფაკულტეტო კონფერენცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მე-8 საფაკულტეტო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი და თსუ-ს პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო დეპარატამენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ამსახველი პოსტერები. მოხსენებები წარადგინეს ფაკულტეტის რვავე დეპარტამენტის (მათემატიკის, კომპიუტერულ მეცნიერებათა, ფიზიკის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის) როგორც სტუდენტებმა, ასევე პროფესორებმა. პლენარულ სხდომაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულნი და გაიმართა მათი დაჯილდოების ცერემონია.

ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, „თსუ მხოლოდ სასწავლო ორგანიზაცია, ინსტიტუცია არ არის; აქ მიმდინარეობს კვლევა. მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობენ მეცნიერების განვითარებას. ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმომადგენლები ბევრ საგრანტო პროექტში მონაწილეობენ, რომელშიც სერიოზულად არის წარმოჩენილი ფაკულტეტის აკადემიური და სტუდენტური პოტენციალი“.

კონფერენციაზე დეპარტამენტების მიხედვით ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებულმა სტუდენტებმა პრეზენტაციები წარადგინეს. გამარჯვებულ სტუდენტებს პრიზები და სიგელები გადაეცათ.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის თქმით, „კონფერენცია განვლილი წლის ერთგვარი საანგარიშო სესიაა, სადაც მოხსენებები გააკეთეს დეპარტამენტების პროფესოორებმა, ასევე წარმატებულმა სტუდენტებმა. პლენარულ სხდომაზე შედეგები აღვნუსხეთ და შევაჯამეთ. სტუდენტებს ეს გამოცდილება გამოადგებათ, ხოლო ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს ექნებათ საშუალება გაეცნონ- თუ რა ხდება საინტერესო სხვა მომიჯნავე დარგებში“.

„ჩვენი წარდგენილი პროექტი ეხება საქართველოში მტვერზე დაკვირვებას. ვინაიდან ამ კუთხით ჩვენთან არასახარბიელო სტატისტიკაა, ვცდილობთ, რომ შევცვალოთ სიტუაცია გარკვეული მიზნებითა და ამოცანებით. ინჟინერია არის და ყოველთვის იქნება ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი“, - განაცხადა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა კონკურსანტმა, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტმა გიორგი კორკოტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა