შსს საავტომობილო სიჩქარის მზომი „ჭკვიანი კამერების“ განთავსებას განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საავტომობილო სიჩქარის მზომი „ჭკვიანი კამერების“ განთავსებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ამჯერად, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 9 ლოკაციაზე:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგოითი/ჯაპანა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგოითი/ჯაპანა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრიდან, გრიგოლეთი, მიმართულება სოფელი ნიგვზიანი) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;

9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრიდან, ფოთი, მიმართულება სოფელი ნიგვზიანი) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

შსს-ს ცნობით, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით საქართველოს მასშტაბით უკვე 971 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

იხილეთ ვიდეო: შსს საავტომობილო სიჩქარის მზომი "ჭკვიანი კამერების" განთავსებას განაგრძობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო