დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაზაფხულზე გაიხსნება

დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ინტერიერის მოწესრიგება და გარე სივრცის კეთილმოწყობა. რამდენიმე კვირაში დაიწყება შენობის კაპიტალური დასუფთავება.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობე არსებობს, ავაშენოთ ახალი ბაღები, მით უფრო იმ უბნებში, სადაც საბავშვო ბაღები საერთოდ არ არსებობს. გარდა იმისა, რომ აქ ბავშვები მიიღებენ სკოლამდელ განათლებას, ბაღის გახსნით დაახლოებით, 70-მდე ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ცნობისთვის, საბავშვო ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, რომელიც 300-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაღში დაცული იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტს კომპანია „ბილდ ტერიტორი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღწევს.

ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
რა შესაძლებლობებს აძლევს განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ