განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილ სერვისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილ სერვისებზე, განმცხადებლებს 2020 წლის 6 თებერვლიდან, ეძლევათ საშუალება მომართვა განახორციელონ ელექტრონული ფორმით, ცენტრში მოუსვლელად, პორტალ www.my.gov.ge -ის მეშვეობით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

ელექტრონული მომსახურების ფორმა ეხება შემდეგ სერვისებს:

  • საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;
  • დევნილის მიერ მიღებული განათლების აღიარება;
  • ლიკვიდირებულ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება;
  • ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარება;
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პორტალი საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ფლობენ ახალ პირადობის მოწმობას და მის წამკითხველ მოწყობილობას, ასევე ელექტრონულ ხელმოწერას, ცენტრის სერვისებით სარგებლობის თაობაზე განაცხადი გააკეთონ ელექტრონულად და პასუხიც მიიღონ ელექტრონული ფორმით.

იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელს არ გააჩნია ახალი პირადობის მოწმობა, წამკითხველი მოწყობილობა და ელექტრონული ხელმოწერა, უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა