კლინიკა "ღია გულის" წარმომადგენელი - სამინისტროდან არავინ გველაპარაკებოდა, ვიდრე პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრი თავის კაბინეტში ძალით არ მოიყვანა ჩვენთან შესახვედრად

ჯანდაცვის სამინისტროდან არასდროს არავინ არ გველაპარაკებოდა, ვიდრე ძალით არ მოიყვანა პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრი თავის კაბინეტში ჩვენთან შესახვედრად, - ამის შესახებ კლინიკა "ღია გულის" კარდიოანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

გიორგი გრიგოლია ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უწყების მიერ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აზრის სრული იგნორირება ხდება.

„როდესაც პარლამენტში იყო შეხვედრები კლინიკებთან, იქაც ჯანდაცვის კომიტეტიდან ორი -სამი კაცის გარდა არავინ ესწრებოდა და ჯანდაცვის სამინისტროდან არასდროს არავინ არ გველაპარაკებოდა, ვიდრე ძალით არ მოიყვანა პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრი თავისთან კაბინეტში ჩვენთან შესახვედრად. ყოველთვის გველაპარაკებიან მინისტრის მოადგილეები, თუმცა არც პირველი და არც მეორე მოადგილე, ეკონომისტები. არის აბსოლუტური იგნორირება, რაც ვფიქრობ იმიტომ ხდება, რომ იციან ჩვენს ლაპარაკს მათგან არანაირი ცვლილება არ მოჰყვება. ეს არის დავალება, რომელიც უნდა შეასრულონ არჩევნების წინ", - აცხადებს გრიგოლია.

ამასთან, როგორც გრიგოლიამ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც ქირურგიული ჩარევები საჭიროზე დიდი რაოდენობით ტარდებოდა, ეს დარგის წარმომადგენლების შეურაცხყოფაა.

"ქალბატონი მინისტრი ალბათ გარკვეული არაა. როგორ შეიძლება გააკეთო ოპერაცია, როდესაც საჭირო არაა? მთელ მსოფლიოში სტატისტიკა არსებობს, რომ 3.5 მილიონ მოსახლეზე წლის განმავლობაში 3 500 ოპერაცია კეთდება გულზე, საქართველოს ყველა კლინიკა ამ რაოდენობაზე ვერც ერთ წელს ვერ ადის. მიზეზი მათ შორის ისაა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა,მაგალითად, ვინც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს არ აქვთ წვდომა პირველად მედიცინასთან. შესაბამისად, ეს განცხადება შეურაცხყოფის მიყენებაა ამ დარგის წარმომადგენლებისთვის",-აცხადებს გრიგოლია.

შეგახსენებთ, 2019 წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა