ბიზნეს ასოციაცია საქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის პარტნიორი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) საქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის პარტნიორი გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, BAG-იმ კვირეულის ჩატარების თაობაზე ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კვირეულის ორგანიზატორებს შორის: Property Georgia, მმართველი პარტნიორი ლიკა ქარდავა; FIABCI-Georgia, პრეზიდენტი ქეთევან ტაბატაძე; ExpoGeorgia, დირექტორი რესან ქიქავა; საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე, მარიამ დემურია და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

მათივე ინფორმაციით, 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე, Property Georgia-ს, FIABCI-Georgia-ს, ExpoGeorgia-ს, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციისა (GNARE) და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ერთობლივი ძალისხმევით არაერთი საინტერესო, მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის: საერთაშორისო გამოფენები და დაჯილდოებები, თემატური კონფერენციები, საგანმანათლებლო მასტერკლასები და უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თანამშრომლობა, როგორც ჩვენს ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. იმედს გამოვთქვამ, დაგეგმილი უძრავი ქონების კვირეული მნიშვნელოვანი იქნება ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის იმ გამოწვევების ფონზე, რაც უძრავი ბაზრის სექტორში ბოლო პერიოდში არსებობს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო