საფრანგეთის ელჩი - ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ დისკუსია იყოს ნაყოფიერი, მხარეები შეთანხმდნენ და მიმდინარე წელს საქართველოში საუკეთესო არჩევნები ჩაატარონ

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დიალოგის მიმდინარეობას იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ევროპული სტანდარტების თავისუფალ არჩევნებში ჩაერთონ, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასიმ განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსი მხარს უჭერს პარტიებს შორის დისკუსიის გაგრძელებას, რათა ისინი ერთ აზრამდე მივიდნენ და მიმდინარე წელს შესაძლებლობის ფარგლებში საუკეთესო, ევროპული სტანდარტების, თავისუფალი არჩევნები ჩაატარონ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლური მოდერნიზების გზაზე საქართველოს მიერ გადადმულ ნაბიჯსა და არჩევანს. ეს ასევე გულისხმობს დიალოგის გაგრძელებას პოლიტიკურ ძალებს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დიალოგის მიმდინარეობას, იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ევროპული სტანდარტების თავისუფალ არჩევნებში ჩაერთონ.

არ მინდა რამე სპეციფიკური კომენტარი გავაკეთო ამ მოლაპარაკებების ან ზოგადად საქართველოს საშინაო პოლიტიკის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ეს დისკუსია იყოს ნაყოფიერი, მხარეები შეთანხმდნენ, ერთ აზრზე მივიდნენ და ჩაატარონ საუკეთესო არჩევნები მიმდინარე წელს საქართველოში. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვზრუნავთ, არის ის, რომ საქართველოს მიერ არჩეული დასავლური კურსი დაცული იყოს და სწორედ ეს არის რასაც ემსახურება ჩვენი აქ მუშაობა“, - განაცხადა დიეგო კოლასიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა