სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 10 თებერვალს  ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ანაკლიის, ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, პავლე ასლანიდის, ბიძინა კვერნაძის, ალმასიანის, ბერბუკის, კოდორის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, ტყვარჩელის და ანდრია აფაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ქავთარაძის, ძოწენიძის, გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიოში,გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, ქიზიყის და ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში,გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ბარამიძის, ტყიბულის, ჟღენტის, გიორგი ირემაშვილის, ჩარგლის, მაღალაშვილის, ხვანჭკარის, ჟინვალის, ჭოპორტის და ლიახვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნათაძის, ხუთწლედის, ეკა ბეჟანიშვილის, ხვინგიას, დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მცხოვრებლებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს