რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, უწყების საქმიანობას პოზიტიურად აფასებს

სახელმწიფომ, რეგიონების განვითარების მიზნით, მოამზადა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, შეიმუშავა დეცენტრალიზაციის სტრატეგია და „ჭკვიანი სპეციალიზაცია“ - ეს მიმართულებები პოზიტიურადაა შეფასებული ევროკავშირის 6 თებერვლის ანგარიშში, რომელიც ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მოამზადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს.

„პროგრამის ფარგლებში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფინანსდება დაახლოებით 63 მილიონი ევროს მიზნობრივი ღონისძიებები, რომელშიც ევროკავშირის მონაწილეობა 54 მილიონ ევრომდეა. დაფინანსების დიდი ნაწილი მოხმარდება რეგიონული ცენტრების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური როლისა და ფუნქციების გაძლიერებას, ახალი ურბანული მიზიდულობის კერების ჩამოყალიბებას, ყოფილი სამრეწველო, ინდუსტრიული ქალაქებისა და აუთვისებელი ტერიტორიების განახლებას.

2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციითა და დაინტერესებული ორგანიზაციების, სპეციალისტების აქტიური ჩართულობით მომზადდა. მისი მიზნებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება. მთავრობამ სტრატეგიის ძირითადი მიზნების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა, მაგალითად - ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდის ნაწილში, 2019 წლიდან თვითმმართველობებს გადაეცათ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების უფლებამოსილება შესაბამისი ფინანსური რესურსით, ხოლო მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი თანხები დაუკავშირდა დამატებითი ღირებულების გადასახადს. ამ ცვლილებით ყველა მუნიციპალიტეტს 13%-ით გაეზარდა დაფინანსება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 2013 წლის შემდეგ, თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების პროგრესი აღიარა ევროპის საბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში.

„ანგარიშში მოხსენიებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებული “ჭკვიანი სპეციალიზაციის“ პროგრამა, რომელიც წარმოადგენს რეგიონების ინოვაციური პოტენციალის გაძლიერების საფუძველს. ამ კომპონენტის განხორციელებით შესაძლებელი ხდება კონკრეტული რეგიონის ძლიერი მხარეების განსაზღვრა და მათი აქცენტირებული განვითარება. ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საპილოტე რეგიონად უკვე შერჩეულია იმერეთი. მიღწეულია შეთანხმება შესაბამისი პარტნიორობისა და ტექნიკურ-ექსპერტული მხარდაჭერის შესახებ, ჩამოყალიბებულია ეროვნული უწყებათაშორისი გუნდი, მომზადებულია ანალიტიკური და პირველადი სამოქმედო დოკუმენტები, შეთანხმებულია განხორციელების ჩარჩო მეთოდოლოგია“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო