გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ გარანტიას ვაძლევ, რომ მათი მაქსიმუმი 30%-ია და თუ ასე გააგრძელებენ, შეიძლება, უფრო დაბალი შედეგიც ჰქონდეს

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან შემოთავაზებული მოდელი 100/50, ადგილებით და მანდატით ვაჭრობაა, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც ვაშაძემ მმართველ გუნდსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მაქსიმუმ 30%-ის მიღებას შეძლებს.

„100/ 50-ზე მოდელი არის ადგილებით და მანდატებით ვაჭრობა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა და ის სააჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოს სჭირდება. რაც შეეხება „ქართული ოცნებას“ თუთიყუშებივით დაიწყეს გამეორება, თითქოს 60%-ს იღებდნენ. გარანტიას ვაძლევ 30%- ეს არის მათი მაქსიმუმი და თუ ისე გააგრძელებენ, როგორც იქცევიან, შეიძლება უფრო დაბალი შედეგი ჰქონდეთ“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს