ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი, ბოკერია და ძმანი მათნი ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს „შეცდომები“ იყო, თუმცა აღარ აწყობთ, რომ ამის გამო ვინმე პასუხისგებაში მიეცეს

სააკაშვილი, ბოკერია და ძმანი მათნი - ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს „შეცდომები“ იყო, თუმცა აღარ აწყობთ, რომ ამის გამო პასუხისგებაში მიეცეს ვინმე. ეს არ არის კანონის უზენაესობის პრინციპი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მისამართით ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს.

ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებები სპეკულაციურია.

„ოპოზიცია - სააკაშვილი, ბოკერია და ძმანი მათნი - ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს „შეცდომები“ იყო, ნაცვლად იმისა, რომ თქვან, დანაშაულებრივი სისტემა იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შეცდომები იყო, ლოგიკურია, რომ ამის შედეგად ადამიანები დაზარალდნენ. თუ ეს ადამიანები დაზარალდნენ, ამაზე პასუხი ხომ ვიღაცას უნდა მოეთხოვოს. როდესაც პასუხს სთხოვს პროკურატურა და მათ შორის, ირაკლი შოთაძის პროკურორობის პირობებში, ამას ეს ადამიანები უწოდებენ პოლიტიკურ დევნას. ეს არის სპეკულაცია და ტყუილი. ერთი მხრივ, აღიარებდე, რომ „შეცდომები“ იყო და მეორე მხრივ, პოლიტიკურ დევნას უწოდებდე, როცა დაზარალებულის მიერ დასახელებულ დამნაშავეს პასუხისგებაში აძლევ, ეს ნიშნავს, რომ არათანმიმდევრულები არიან. ერთი მხრივ, აღიარებენ, რომ „შეცდომები“ იყო, თუმცა აღარ აწყობთ, რომ ამის გამო პასუხისგებაში მიეცეს ვინმე. ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა და ეს არ არის კანონის უზენაესობის პრინციპი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო