პარლამენტთან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის  წარდგენასთან დაკავშირებით, აქცია-პერფორმანსი გაიმართა

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა ზვიად კუპრავამ და მხარდამჭერებმა აქცია-პერფომანსი გამართეს. მათ ავტომობილზე ირაკლი შოთაძის გამოსახულებით „მანეკენი“ განათავსეს და გენერალური პროკურატურის შენობიდან საქართველოს პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყეს.

მათი განცხადებით, რა მოლოდინიც არსებობდა გამართლდა.

„შოთაძე არის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც გადაეგზავნება პარლამენტს, დარჩენილია ფორმალობა. ფორმალობას ვასრულებთ ჩვენ, შოთაძე მიგვაქვს პარლამენტში. ამას ემსახურება ეს აქცია-პერფორმანსი. „მონა შოთაძე“ მიგვაქვს პარლამენტში და ასევე პარლამენტს წარვუდგენთ იმ სავარაუდო დანაშაულთა სიას, რომელიც შოთაძეს აქვს ჩადენილი",-განაცხადა ზვიად კუპრავამ.

აქციის მონაწილეები შეეცადნენ მანეკენი პარლამენტის კანცელარიაში ჩაებარებინათ, თუმცა მათ ამის საშუალება პარლამენტის დაცვამ არ მისცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო