არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ბროკ ბირმანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს, ბროკ ბირმანს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის პრიორიტეტები და მიმდინარე თემები განიხილეს. არჩილ თალაკვაძემ ბროკ ბირმანს მადლობა გადაუხადა USAID-ის მხრიდან საქართველოს მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ბროკ ბირმანის განცხადებით, საქართველოს მომავალშიც ექნება USAID-ის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს