გრეტა თუნბერგმა შვედეთის ლაპლანდიაში საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა

შვედმა გარემოსდამცველმა აქტივისტმა გრეტა თუნბერგმა შვედეთის ლაპლანდიაში ადგილობრივი ტომის, სამების საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ის ახალგაზრდების მიერ მოწყობილ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა.

„კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ რიგში ადგილობრივ ტომებზე ახდენს გავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში სოლიდარობას გიცხადებთ, რადგან ეს ჩვენი ბრძოლაცაა“,-განაცხადა თუნბერგმა.

შეგახსენებთ, რომ გრეტა თუნბერგმა 2 წლის წინ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო აქციები სტოკჰოლმში მარტომ დაიწყო. მას მალევე გამოუჩნდნენ თანამოაზრეები და ყოველ პარასკევს ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მასშტაბურ აქციებს სახელწოდებით „პარასკევი მომავლისათვის“ მართავდნენ. ისინი მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო