გიგა ბოკერია - ევროკავშირის ანგარიშში დიპლომატიურ ენაზე, ძალიან ამომწურავად არის საუბარი პრობლემების უდიდეს ნაწილზე

ევროკავშირის ანგარიშში დიპლომატიურ ენაზე, ძალიან ამომწურავად არის საუბარი პრობლემების უდიდეს ნაწილზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას შეფასებით, ანგარიშში ასევე საუბარია ეკონომიკურ მიმართულებაზეც, რომელიც რჩება „სახიფათო ზონაში“.

„ევროკავშირის ამ დოკუმენტში დიპლომატიურ ენაზე, ძალიან ამომწურავად პრობლემების უდიდეს ნაწილზე არის საუბარი, დაწყებული სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი გამოწვევებით და იმით, თუ როგორი პრობლემატური იყო უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი, როგორ იყო იგნორირებული რეკომენდაციები, როგორ მიმდინარეობს მედია საშუალებების დევნა. ასევე, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, „ლელოს“ მაგალითზე. ხაზარაძის და ჯაფარიძის, გამოუძიებელი საქმეები, უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, რომლებსაც სჭირდებათ ნდობის აღდგენა, ის, რომ ეკონომიკა რჩება სახიფათო ზონაში, რომ შიდაპოლიტიკურმა ვითარებამ შეიძლება, კიდევ უფრო დააზიანოს საქართველოს ეკონომიკა, მუხტარლის საქმე ნახსენებია. ანუ, იმდენი პრობლემა იყო ყველა ნახსენები ვერ იქნება, რა თქმა უნდა, „გავრილოვის ღამე“ , გადაჭარბებული ძალის გამოყენება და ჩავარდნა იმ პირობის, რაც შეეხებოდა პროპორციულ არჩევნებს“,-აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, ევროკავშირი რა თქმა უნდა საქართველოს მხარს უჭერს და საქართველოს მოქალაქეები მადლიერები არიან ქვეყნის ყველა მოკავშირის, თუმცა რაც შეეხება ქვეყნის შიდა დემოკრატიას, 2020 წელი ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება და სწორედ აღნიშნული გზავნილები უნდა მიიღოს ყველამ საქართველოს მეგობრებისგან.

„რა თქმა უნდა, ევროკავშირი უჭერს საქართველოს მხარს, ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, როგორც საქართველოს მოქალაქეები ყველა ჩვენი მოკავშირის.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის შიგნით დემოკრატიას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას, საბოლოო ჯამში, 2020 წელი იქნება გარდამტეხი და სწორედ ეს გზავნილი უნდა მიიღონ ყველამ საქართველოს მეგობრისგან. გაიგონ და გონს მოეგონ ხელისუფლების წარმომადგენლები. ამიტომ ის ინსტიქტი, რომ ჩრდილოეთ კორეულ სტილში, მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ ატყუებდნენ არ წაგვიგიაო და მატჩი არ აჩვენეს ხალხს, ასე ამ რეპორტში თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის საქართველოს მიესალმებიან და ბუნებრივია, მხარს უჭერენ და იძახიან, რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ და მხარს გიჭერთ და ა.შ. -ამ დიპლომატიური ნაწილის გამოტანა წინ და არხსენება იმის რამდენ პრობლემაზეა გამახვილებული ყურადღება სამარცხვინო ამბავია და არ შველის არაფერს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო