გაერო - სერბეთის მოსახლეობა ყოველწლიურად 10 000 ადამიანით მცირდება

სერბეთის მოსახლეობა ყოველწლიურად 10 000 ადამიანით მცირდება - ამ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბეთს სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა შეექმნა, რაც ქვეყნიდან მასობრივი მიგრაციის შედეგია. მათი გათვლებით, 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 1990 წელთან შედარებით 25%-ით ნაკლები იქნება და 5.8 მილიონს შეადგენს. მათ შორის უმეტესობა კი ხანდაზმული ადამიანები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიტუაციაა სერბეთის მეზობელ სხვა ბალკანეთის ქვეყნებში, საიდანაც მძიმე ეკონომიკური ფონის გამო, შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში მიდის საცხოვრებლად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა