არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში მიღწეულ წარმატებებს.

მხარეებმა, ასევე, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აშშ- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი საკითხები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხებოდა ასევე საარჩევნო სისტემას და მზადებას 2020 წლის არჩევნებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ პროექტებს, მათ შორის ანაკლიის პორტის მომავალს- ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ამერიკელ პარტნიორებს, რომ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მთავრობა შესაძლო ინვესტორებთან კომუნიკაციას გააგრძელებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე და სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების სრული მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო