საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ იწვოდა ბუჩქები და ტყის ქვედა საფარი.

შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. ხანძრის ქრობას, ასევე, ართულებდა ძლიერი ქარი, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ხანძრის დროული ჩაქრობა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგის მიზნით 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო