დონალდ ტრამპმა აშშ-ის ელჩი ევროკავშირში, რომელმაც მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროკავშირში გორდონ სონდლენდი, რომელმაც იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„მითხრეს, რომ პრეზიდენტი ჩემს დაუყოვნებლივ გაწვევას აპირებს,“ - განაცხადა სონდლენდმა.

თანამდებობა დაატოვებინეს თეთრი სახლის ექსპერტს უკრაინის საკითხებში ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდერ ვინდმენსაც, რომელმაც იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში გამართული მოსმენების დროს ტრამპის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

შეგახსენებთ, გორდონ სონდლენდმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით მოსთხოვა. ტრამპის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ალექსანდერ ვინდმენმაც, რომლის მტკიცებით, ის იმდენად შეშფოთდა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინელ კოლეგას ჯო ბაიდენის საქმის გამოძიება სთხოვა, რომ გადაწყვიტა ამის შესახებ თეთრი სახლის ადვოკატისთვის ეცნობებინა.

ორი დღის წინ, აშშ-ის სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა