ყაზახეთში სამართალდამცველებთან შეტაკებისას 8 ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთში, ზამბილის პროვინციაში შეტაკებების დროს სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს. შეტაკებები პოლიციასთან ყირგიზეთის საზღვართან, მასანჩის სოფელში განხორციელდა. ასობით ადამიანი ადგილზე საპროტესტო აქციას მართავდა, რაც სამართალდამცველებთან ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაჭრილია ორი პოლიციელი. მედიის ცნობით, პოლიციამ 47 ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ცნობისთვის, ადგილზე, სადაც ინციდენტი მოხდა, დუნგანების და ჩინელების ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა