აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შემცირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტის თბილისში მომუშავე ინსპექტორებისთვის ტრენინგი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტრენინგები მიზნად ისახავდა საქართველოში ბენზინის შენახვას და დისტრიბუციის, ასევე ლაქებსა და საღებავებში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის კუთხით დაგეგმილი ევროპული მოთხოვნების გაცნობას და მათი აღსრულების შესაძლებლობების გაძლიერებას.

„აღნიშნული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოფს ბენზინის შენახვა დისტრიბუციიდან და ლაქ-საღებავების გამოყენებიდან აონ-ების გაფრქვევების და მისგან წარმოქმნილი მიწისძირა ოზონის კონცენტრაციის შემცირებას. ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპელი და ქართველი ექსპერტები, რომელთაც ინსპექტორებს გააცნეს აონ-ების გაფრქვევის შემცირების მიზნით დაგეგმილი მოთხოვნების საკანონმდებლო საფუძვლები და გაუზიარეს ინსპექტირების საუკეთესო თანამედროვე ევროპული გამოცდილება.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგულაციების შემოღება, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებებით ევროპული სტანდარტების დაწესებას, ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას. ტრენინგები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘’მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულების განხორციელების” ფარგლებში გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა