„შეცვალეს” წევრებმა სამინისტროსთან თამბაქოს ყუთის მაკეტები მიიტანეს, რომელზეც გახარიას,ივანიშვილის და გომელაურის ფოტოები იყო გამოსახული

მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფომანსი გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული თამბაქოს შემოტანას აპროტესტებდნენ.

“შეცვალეს” წევრებმა სამინისტროსთან თამბაქოს ყუთის მაკეტები მიიტანეს, რომელზეც გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილისა და ვახტანგ გომელაურის ფოტოები იყო გამოსახული. სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სამოქალაქო აქტივისტებს თამბაქოს ყუთების ჩაბარება სამინისტროს კანცელარიაში სურდათ, თუმცა სამართალდამცავებმა განუცხადეს, შაბათს უწყების კანცელარია არ მუშაობს.

ბიძინა ივანიშვილის კლანურ-კრიმინალური მმართველობის შედეგია ის, რომ არამარტო სამეგრელოში, არამედ იმერეთის რეგიონშიც კონტრაბანდა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატის ოჯახიდან იყიდება უკვე კონტრაბანდული თამბაქო და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად ნახა. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ ლობირებს კონტრაბანდულ თამბაქოს და იღონოს ყველა ხერხი და ძალა იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრას. ჩვენ ვნახეთ სიუჟეტი, სადაც იზორიას ოჯახის წევრები ყიდდნენ კონტრაბანდულ თამბაქოს და საწვავს, რაც ნიშნავს, რომ ამ ბიზნესს ლობირებს ბიძინა ივანიშვილი, გახარია და მათი დავალებით ყველა ძალაუფლების მქონე პირი“,- განაცხდა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო