ავსტრალიაში უხვმა ნალექმა ხანძრები თითქმის სრულად ჩააქრო

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა. წყალდიდობა რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ გამოწვია. მაშველებმა შტატში 13 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და მოსახლეობა საშიში ზონებიდან გამოიყვანეს.

სტიქიის გამო შტატის ცალკეულ რეგიონებში გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია. მეტეოროლოგების განცხადებით, უხვი ნალექები ავსტრალიაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ წვიმამ ავსტრალიაში არსებული ხანძრები, რომლებიც გასული წლის სექტემბრიდან მძვინვბრებს, თითქმის სრულიად ჩააქრო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო