„თავისუფალმა საქართველომ“ იაფი მედიკამენტების პროგრამა განაახლა

გორში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, მოქალაქეებს იაფი მედიკამენტები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, მოქალაქეებს შემდეგი მედიკამენტები : გალვუსმეტი - 51.29 ლარად (თბილისის აფთიაქებში ეს წამალი 102.43 ლარი ღირს), კარდიომაგნილი - 2.53 ლარი (9.82 ლარის ნაცვლად), ბეტალოკი-ზოკი - 8.50 ლარად (25.71 ლარის ნაცვლად), ნებილეტი - 5.52 ლარად (18.58 ლარის ნაცვლად), ტრიპლექსამი - 14.42 ლარად (49.18 ლარის ნაცვლად), ლორისტა - 10.37 ლარად (25.64 ლარის ნაცვლად) გადაეცათ.

„თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, ყველაზე მოთხოვნად პრეპარატებს მოსახლეობას თურქული აფთიაქების ფასებში აწვდის. პროგრამამ მოქალაქეების დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

„საქართველოს მთავრობამ დააწესა აკრძალვა თურქეთიდან მედიკამენტების კომერციულ იმპორტზე, რის გამოც საკმარისი რაოდენობით იაფი პრეპარატების შემოტანა ვერ ხერხდება. აკრძალვის მიზანი მედიკამენტების მონოპოლიური ბაზრის შენარჩუნება და ივანიშვილის (ჯი-პი-სი, ფარმადეპო) და ოქრიაშვილის (პსპ) გამდიდრებაა.

„თავისუფალი საქართველო“ მხარდამჭერებთან ერთად, ამ მაფიოზური სინდიკატის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიის დაწყებას გეგმავს. პარტია გარანტიას იძლევა, რომ როგორც კი მოიხსნება თურქეთიდან მედიკამენტების კომერციულ იმპორტზე აკრძალვა, 24 საათში საქართველოში წამლების ფასი 70-80%-ით გაიაფდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს