არჩილ თალაკვაძე  - გარანტიებს საქართველოს შესახებ ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და ის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები, რომელიც ჩვენ გვაქვს

„გარანტიებს საქართველოს შესახებ ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და ის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები, რომელიც ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, არაფერი ახალი გარანტიები არ შეიძლება საქართველომ გასცეს, იმიტომ, რომ მთავარი შეთანხმება, მთავარი პრინციპები, მთავარი ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, უკვე ცნობილია როგორც ამერიკისთვის, ასევე საქართველოსთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, გარანტიები არის საქართველოს კონსტიტუციაში.მიისვე თქმით, 2016 წელს, ხელისუფლებამ მისცა დაპირება საზოგადოებას, რომ შეცვლიდა კონსტიტუციას და 2024 წელს გადავიდოდა პროპორციულ არჩევნებზე და ხელისუფლებამ ეს დაპირება შეასრულა. უთანხმოებაზე კი, რომელიც 2020 წლის არჩევნების მოდელთან დაკავშირებით არსებობს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას კომპრომისული და სამართლიანი შეთავაზება გაუკეთა და მისგან პასუხს ელოდება.

„დაპირება იყო, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს. ეს არის გაფორმებული საქართველოს ახალ კონსტიტუციაში. ეს დაპირება ჩვენ შევასრულეთ და არის ასახული კონსტიტუციაში. რაც შეეხება წინადადებას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, შარშან, ივნისის მოვლენების შემდეგ, ეს იყო პოლიტიკური ინიციატივა, რომელსაც ოპოზიციამ არ უპასუხა კონსტრუქციულად, მათ პრაქტიკულად არ მიიღეს ეს შეთავაზება და დარჩნენ ქუჩაში, გააგრძელეს აქციები, გააგრძელეს დეპუტატების შეურაცხყოფა და სხვა დესტრუქციული ქმედებები. რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად, ოპოზიციამ არანაირი ნაბიჯი არ გადმოდგა თანხმობისაკენ. მეტსაც გეტყვით, მე პირადად ვუძღვებოდი საჯარო განხილვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ოპოზიციამ პრაქტიკულად, იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ყველაზე მეტად დებს თავს პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად, მათ არ მიიღეს მონაწილეობა საჯარო განხილვებშიც. უფრო ადრეც, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო ინიციატივა, მაშინაც კი ამ ოპოზიციამ არ დაუჭირა ამას მხარი. ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე, შეთავაზება გაკეთებულია. მთავარია, მოვიქეცით პასუხისმგებლიანად. არჩევნებზე მიიღებს ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტილებას. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოქალაქეების. რა გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ, ეს იქნება რეალური ტესტი თუ რამდენად არის ეს აღქმული როგორც დაპირების გაუქმება ან რაღაც ძალიან დრამატული პოლიტიკური მოვლენა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა