არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად პატივს სცემს დასავლეთთან საერთო ღირებულებებს

„ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად პატივს სცემს დასავლეთთან საერთო ღირებულებებს. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, მედიის პლურალიზმი, დემოკრატიის გაძლიერება, საკანონმდებლო სფეროს გაუმჯობესება, უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის პატივისცემა. მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლება იყო ანტიდასავლური, რადგან არღვევდა ყველა ღირებულებას, რაც დასავლეთისთვის ფასეულია“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის “ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლურ საინფორმაციო აქტივობებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს არის ის, რაც ზუსტად საპირისპიროა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის.

არც ერთ კონგრესმენს არ დაუყენებია საკითხი სოციალურ ქსელზე, არც ბატონ კინზინგერს. სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ხარისხი არის მაღალი, „ფესიბუქს“ აქვს თავისი პოლიტიკა და წესები და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, როდესაც ამ პოლიტიკის თანახმად დეზინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშები იქნება გაუქმებული. შემიძლია მოგიყვანოთ კონკრეტული მაგალითები, როდესაც ოპოზიციასთან დაკავშირებული წყაროები ავრცელებენ დეზინფორმაციას, ეს ანგარიშები დღეს ფუნქციონირებს. მედიაში ეს ყველაფერი გაშუქდა ისე, თითქოს ხელისუფლება მართავს ფეიკ ექაუნთებს, რეალობა არის ის, რომ დეზინფორმაცია არის პრობლემა სოციალურ მედიაში ყველგან. კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე კავშირს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლურ საინფორმაციო აქტივობებთან, პირიქით, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და არის ბინძური ცილისწამება, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ პროპაგანდას ახორციელებს, ეს არის ის, რაც ზუსტად საპირისპიროა ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკისა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო