გიორგი ვაშაძე - თებერვლის ბოლომდე აქვს ვადა თალაკვაძესა და „ოცნებას“, რადგან მათი შანსი, არჩევნები როგორმე მოიგონ, ნულის ტოლფასია

"ვფიქრობ, რომ სწორედ თებერვლის ბოლომდე აქვს ვადა თალაკვაძესა და „ქართულ ოცნებას“, რადგან მათი შანსი, მოიგონ როგორმე არჩევნები, ნულის ტოლფასია“, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, სადაც მან მოლაპარაკებების რაუნდის დახურვა დაანონსა.

ვაშაძის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ქართული ოცნება“ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს, ისინი არჩევნებს ყველა ოლქში წააგებენ.

„ვფიქრობ, რომ სწორედ თებერვლის ბოლომდე აქვს ვადა თალაკვაძესა და „ქართულ ოცნებას“, რადგან მათი შანსი, რომ როგორმე მოიგონ არჩევნები ნულის ტოლფასია. უნდა გადაწყვიტონ სახეს შეინარჩუნებენ თუ არა, იქნებიან ადეკვატურები? - იქნებიან, არ იქნებიან და მათთვის უარესი და მათთვის ცუდია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმუმ 30% დღეის მონაცემებით რაც შეიძლება მათ აიღონ. ყველა მაჟორიტარულ ოლქს წააგებენ, სულ რომ მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდნენ მაინც დამარცხდება „ქართული ოცნება“. ჩვენი მიზანია უბრალოდ, რომ მართლაც ერთპარტიული და ერთი ძალის მმართველობა დავასრულოთ ამ ქვეყანაში და ამიტომ გვინდა კოალიციური მმართველობა, პროპორციული საარჩევნო სისტემა. არ იქნება?! სხვა გზა არა გვაქვს, რაც იქნება იმით დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ვარიანტზე თებერვლის ბოლომდე შეთანხმება თუ ვერ შედგება, მოლაპარაკების რაუნდიც დაიხურება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს