გიგა ბოკერია - სააკაშვილის საქმეა რა მოძრაობას ქმნის და რა კონტექსტში ჩაეწერება - არ ვიცი  რა ფორმატზეა საუბარი, ერთ შტაბთან რატომ უნდა იყოს რაიმე თანამშრომლობა?

მიხეილ სააკაშვილის საქმეა რა მოძრაობას ქმნის და რა კონტექსტში ჩაეწერება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პირადი შტაბის გახსნის თაობაზე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ოპოზიცია აღნიშნულ შტაბთან თანამშრომლობას, ბოკერიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის თამაშის წესებზე შეთანხმება ხდება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში.

„არ ვიცი საერთოდ რა ფორმატზეა ლაპარაკი. ერთ შტაბთან რატომ უნდა იყოს რაიმე თანამშრომლობა? პოლიტიკურ პარტიებს შორის თამაშის წესებზე შეთანხმების ფორმატი არის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრები და ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ უნდა შეიცვალოს ეს. ამის არანაირი საფუძვერლი არ არსებობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს კარგი კოორდინაცია, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა.

„ამოცანა არის ძალიან მკაფიო : საპროსტეტო აქციების გაგრძელება, რომ ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ და პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ, მომზადება იმ სცენარისთვის, რომ თუ ეს არ მოხდება, ამ პოლიტიკური ჭირის მოშორება, რასც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ჰქვია. ამ პროცესში ჩვენ გვაქვს კარგი კოორდინაცია, საქართველოს უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტო. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხდება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ძალების ძალიან საქმიანი ურთიერთობა და ეს ფორმატი გაგრძელდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, პირველი მარტიდან პირად შტაბს ხსნის. „პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო