გია ვოლსკი - სააკაშვილის განცხადებების შეფასება ცალსახაა, ის ყავლგასული პოლიტიკოსია

მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასება არის მხოლოდ ცალსახა, ის ყავლგასული პოლიტიკოსია, რომელმაც საკმაოდ მძიმე ცხოვრება შეუქმნა არა ერთ, არამედ ათასობით ოჯახს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პირადი შტაბის გახსნის თაობაზე.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რაც უფრო მალე გათავისუფლდებიან სააკაშვილისგან, „შეიძლება კიდევ რაღაც მცირე წარმატებაზე იფიქრონ“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასება არის მხოლოდ ცალსახა, ის ყავლგასული პოლიტიკოსია, რომელმაც საკმაოდ მძიმე ცხოვრება შეუქმნა არა ერთ, არამედ ათასობით ოჯახს და ვფიქრობ, რომ ამის გადასაფარად ახლა იმდენ ტყუილს იძახის, რომ არ მგონია მისი გუნდის წევრებისთვისაც იყოს მოსახერხებელი ადამიანი, პირიქით, რაც უფრო მალე გათავისუფლდებიან სააკაშვილისგან, შეიძლება კიდევ რაღაც მცირე წარმატებაზე იფიქრონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე ის პირადი შტაბის გახსნას გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს