გენადი არველაძე - საქართველოს წმინდა ექსპორტი განსაკუთრებით სწრაფად იმ ქვეყნებში იზრდება, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული

საქართველოს წმინდა ექსპორტი განსაკუთრებით სწრაფად იმ ქვეყნებში იზრდება, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა.

გენადი არველაძის განხადებით, 2019 წელს ქართული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის, იგივე წმინდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და მან მთლიანი ექსპორტის 62.3 პროცენტი შეადგინა.

„წმინდა ექსპორტის 87 პროცენტზე მეტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გავიდა. ამ მაჩვენებლებიდან კარგად ჩანს, რომ ჩვენი წმინდა ექსპორტის უდიდეს ნაწილს იმ ქვეყნებში ვახორციელებთ, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული. ყოველივე იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებიც თავის დროზე მივიღეთ, სწორი იყო“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, რამდენად გაიზარდა საქართველოს წმინდა ექსპორტი სხვადასხვა ბაზრებზე მას შემდეგ, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმდა. გენადი არველაძის განცხადებით, 2014 წელს ჩინეთში საქართველოს წმინდა ექსპორტი 1,2 პროცენტს შეადგენდა, რომელიც 2019 წელს 8.8 პროცენტამდე გაიზრდა. რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს წმინდა ექსპორტი 2014 წელს 22 პროცენტიდან 2019 წელს 31 პროცენტამდე მოიმატა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო