ნატო ჩხეიძე 26 მაისის „საქართველოს პრეზიდენტის დღედ“ გამოცხადებას ითხოვს

დეპუტატი ნატო ჩხეიძე 26 მაისის „პრეზიდენტის დღედ“ გამოცხადებას ითხოვს. აღნიშნულის თაობაზე „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი ნატო ჩხეიძემ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და მისი ინიცირება 10 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის ინიციატორი ითხოვს, რომ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისი „საქართველოს პრეზიდენტის დღედ“ დაწესდეს.

„26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან 26 მაისი არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს არ დაფუძნებულა საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო.

დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში ნოე ჟორდანიას როლისა და შემდგომში მისი სტატუსის, ასევე დამოუკიდებელ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმჯობესია 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად აღინიშნებოდეს საქართველოს პრეზიდენტის დღე”, - აღნიშნავს კანონპროექტის ინიციატორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო