გენადი არველაძე - ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია და მოლაპარაკებები იწყება, ხოლო ისრაელთან კვლევა დასრულების ბოლო ეტაპზეა

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია და მოლაპარაკებები იწყება, ხოლო ისრაელთან კვლევა დასრულების ბოლო ეტაპზეა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ჟურნალისტებისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა.

არველაძის თქმით, პირველადი შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს.

„ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულების ბოლო სტადიაზეა. კვლევის შედეგებმა ორივე ქვეყანას შესაძლებლობა უნდა მისცეს, მიიღონ გადაწყვეტილება, როდის დაიწყონ მოლაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ გადამუშავებას საჭიროებს, მისი პირველადი შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ის სასარგებლო იქნება საქართველოს ექსპორტისთვის ისრაელის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა ინდოეთთან და მოლაპარაკების პირველი რაუნდი ძალიან მალე გაიმართება. გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მომლაპარაკებელთა ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკების პირველი რაუნდის შეხვედრის თარიღის განსაზღვრას ელოდებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო