შოთა მაქაცარია - მოვუწოდებთ თბილისის მერიას, ყურადღებით მოეკიდოს აუდიტის საგანგაშო დასკვნას და იზრუნოს სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მძღოლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათს, დღეში კი საშუალოდ 17 საათზე მეტს მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მაქაცარიას შეფასებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გავრცელებული პრაქტიკა, ხელმძღვანელობის მხრიდან გულგრილობის და დასაქმებულთა უსაფრთხო შრომის გარემოს ტოტალური მოშლის ნათელი მაგალითია.

როგორც ის მიჩნევს, საზოგადოება არაერთხელ გამხდარა საშინელი ტრაგედიების მოწმე, რაც შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევას უკავშირდება.

„მსოფლიოში აღიარებული სტანდარტით, მძღოლის სამუშაო გრაფიკი არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, შესვენებების ჩათვლით. ეს სტანდარტი დადგენილია მძღოლების შრომისა და დასვენების პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო კომისია „აეტრის“ მიერ და მისი მიზანია, როგორც თავად მძღოლების, ისე მგზავრების უსაფრთხოების დაცვა.

მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის მერიას, ყურადღებით მოეკიდოს აუდიტის საგანგაშო დასკვნას და იზრუნოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მძღოლებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე“,-აღნიშნავს შოთა მაქაცარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო