ყაზახეთში მასობრივი არეულობისას გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ყაზახეთში მომხდარი შეტაკებისას მიღებული დაზიანებების გამო, კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვმა 10-ს მიაღწია. საავადმყოფოებში იმყოფება 30-დე მოქალაქე.

ცნობისთვის, ყაზახეთში, ზამბილის პროვინციაში შეტაკებები პოლიციასთან მასანჩის სოფელში განხორციელდა. ასობით ადამიანი ადგილზე საპროტესტო აქციას მართავდა, რაც სამართალდამცველებთან ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

მედიის ცნობით, პოლიციამ 47 ადამიანი დააკავა. ადგილზე, სადაც ინციდენტი მოხდა, დუნგანების და ჩინელების ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ.

იხილეთ ვიდეო: ყაზახეთში მასობრივი არეულობისას გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს