ჩეხეთში ბავშვებით სავსე ორსართულიანი ავტობუსი გადატრიალდა - არიან დაშავებულები

ჩეხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი ავტობუსი, რომელშიც 70 ბავშვი იმყოფებოდა, ქალაქ ლოუნთან გადატრიალდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე ბავშვი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ის სავალი გზიდან გადავიდა და გადატრიალდა. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდინარეობს გამოძიება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა