ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისშია - მათ აეროპორტში სპეციალური შემოწმება გაიარეს

ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში უკვე ჩამოვიდა. მოქალაქეების ტრანსპორტირება მათი თხოვნის საფუძველზე მოხდა. ლუკა ბუხრაშვილის, ნინო ვაშალომიძისა და ანი ტატიშვილის ტრანსპორტირება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” უზრუნველყო. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური შემოწმება გაიარეს.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის ინფორმაციით, მგზავრებმა უკვე დაასრულეს ყველა საჭირო საკარანტინო პროცედურა, ამ ეტაპზე ისინი არიან ჯანმრთელები, არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები და დაბრუნდებიან სახლში.

,,ვადასტურებთ, რომ სამივე მგზავრი მშვიდობით დაბრუნდა სამშობლოში. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ჩინეთის საელჩოდან საქართველოში, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურდათ საქართველოში დაბრუნება, ეს ინფორმაცია გაეგზავნა საკოორდინაციო საბჭოს, რის შემდეგაც ეკონომიკის მინისტრის დავალებით, აეროპორტების გაერთიანებამ უზრუნველყო მათი დაბრუნება საქართველოში. მგზავრებმა უკვე დაასრულეს ყველა საჭირო საკარანტინო პროცედურა, მათ გაიარეს საკარანტინო პროცედურები გამოფრენამდეც. ამჟამად ისინი იღებენ რჩევა-დარიგებას, თუ რა უნდა მოხდეს, როდესაც ისინი დაბრუნდებიან სახლში. ამ ეტაპზე ისინი არიან ჯანმრთელები მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები და დაბრუნდებიან სახლში”, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისშია - მათ აეროპორტში სპეციალური შემოწმება გაიარეს

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა