არჩილ თალაკვაძემ პენსილვანიაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული ტაძარი მოინახულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე წირვას დელეგაციის წევრებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და ტაძრის მრევლს სიტყვით მიმართა და დავითობის დღესასწაული მიულოცა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარეს მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა სენატისა და კონგრესის წევრებთან. შეხვედრები გაიმართა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს