ჩინეთში, კორონავირუსით 900-ზე მეტი ადამიანია დაღუპული

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 97 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 908-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ამ დრომდე ვირუსით დაინფიცირების 40,171 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი გაემგზავრა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს.

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ მწვავე რესპირატორული სინდრომის, SARS-ის, შედეგად 2002-2003 წლებში დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს